გზამკვლევის მიზანია გაეროს სისტემისა და პარტნიორებისთვის ჩამოაყალიბოს საერთო საფუძველი და მიდგომა ახალგაზრდობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების (YPS) დღის წესრიგის განსახორციელებლად. ფართო გაგებით კი, გზამკვლევი გაეროს ყველა იმ პროგრამისა თუ ინიციატივებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ისახავას მიზნად, რომლებშიც ჩართული პირები ახალგაზრდებთან ერთად და ახალგაზრდებისთვის მშვიოდბისა და უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობენ.
ახალგაზრდობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ 2250-ე და მისი შემდგომი რეზოლუციების მიღებით, გაეროს წევრ სახელმწიფოებს, ორგანოებსა და სუბიექტებს მოუწოდეს, ყველა დონეზე გაზარდონ ახალგაზრდების არსებითი და ინკლუზიური მონაწილეობა მშვიდობისმშენებლობის პროცესში.
ახალგაზრდობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების გზამკვლევი, არის ღია ონლაინ რესურსი, რომელიც ხელმისაწვდომია მშვიდობის თემაზე მომუშავე ყველა ადამიანისთვის, მათ შორის გაეროს, მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისთვის. გაეროს სისტემის თანამშრომელთა კოლეჯისა (UNSSC) და ფოლკე ბერნადოტის აკადემიის მიერ ერთობლივად შექმნილი ეს გზამკვლევი ეფუძნება გაეროს YPS-ის საპროგრამო სახელმძღვანელოს, რომელიც გაეროს მიერ და ფოლკე ბერნადოტის აკადემიის მხარდაჭრით მომზადდა.
გზამკვლევის მიზანია გაეროს სისტემისა და პარტნიორებისთვის ჩამოაყალიბოს საერთო საფუძველი და მიდგომა ახალგაზრდობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განსახორციელებლად. ფართო გაგებით კი, გზამკვლევი გაეროს ყველა იმ პროგრამისა თუ ინიციატივებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ისახავას მიზნად, რომლებშიც ჩართული პირები ახალგაზრდებთან ერთად და ახალგაზრდებისთვის მუშაობენ მშვიოდბისა და უსაფრთხოების მიმართულებით.
რეგისტრაციისთვის გადადით ღილაკზე "Sign up".
აღნიშნული კურსის გავლა ინდივიდუალური ტემპით არის შესაძლებელი და იგი განთავსებულია UNSSC-ის Elounge პლატფორმაზე. რეგისტრაციის შემდეგ, თქვენ მყისიერად მიიღებთ წვდომას პლატფორმაზე და ყველა სასწავლო მასალაზე.
გზამკვლევი მოიცავს სამ ძირითად სასწავლო მოდულს, რომლებიც შემუშავებულია YPS-ის დღის წესრიგის განხორციელების პროცესში იმ პრაქტიკოსების მხარდასაჭერად, რომლებიც ახალგაზრდობისა და მშვიდობის მიმართულებით, ახალგაზრდებთან ერთად და მათთვისვე მუშაობენ. ეს სამი სასწავლო მოდული YPS-ის შემდეგ ძირითად თემებს მოიცავს:
ახალგაზრდობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების გზამკვლევი არის ღია ონლაინ რესურსი, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.
ონლაინ კურსის გავლა სრულიად უფასოა.